მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „Сегодня“: ივანიშვილმა ქართული ოცნება პარლამენტში კანონიერი ქურდების დახმარებით გაიყვანა

საქართველოში განხორციელებული ამნისტიის შემდეგ, რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა ქართველი კანონიერი ქურდების ახალ ნაკადს ელოდებიან.

უკრაინული „სეგოდნია' დღეს წერს, რომ „უკრაინაში საქართველოში გათავისუფლებულ კანონიერ ქურდებს ელოდებიან'. საუბარია ექვს კრიმინალზე. გაზეთი თავის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ „ქვეყნის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კანონიერი ქურდებისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა.

რა ხდება საქართველოში?' - კითხულობს უკრაინული გამოცემა და ექსპერტებზევე დაყრდნობით აცხადებს, რომ სწორედ კანონიერი ქურდების დახმარებით შეძლო ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობაში თავისი „ქართული ოცნების' გაყვანა.

„სეგოდნია' შსს-ს კიევის მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა კითხვით - სად წავლენ საქართველოდან გათავისუფლებული კანონიერი ქურდები? სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად მათ უკრაინა უნდა ელოდოს. ამის გამო, უკრაინაში ქურდული გარჩევებისა და სფეროების გადანაწილების თაობაზე ომების დაწყებასაც პროგნოზირებენ.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები