მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ადვოკატების განცხადებით, ფოტორეპორტიორების საქმის ყველა მასალას გრიფი 'საიდუმლო' ადევს

ადვოკატების განცხადებით, დაკავებული ფოტოჟურნალისტების საქმის ყველა მასალას გრიფი 'საიდუმლო' ადევს. 
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ გიორგი აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, რა მასალაც ტელევიზიით გავრცელდა, მხოლოდ იმაზე შეუძლიათ საუბარი, დანარჩენ დოკუმენტებს კი გრიფი 'საიდუმლო' ადევს. მისი თქმით, ადვოკატებს დადგენილება პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებაც კი არ გადაცემიათ.
~არც ერთი დოკუმენტი არ გადმოგვეცა. გრიფი რომ ადევს, იმას ნიშნავს, რომ ხელთ არ გვაქვს ეს დოკუმენტები. უბრალოდ გავეცანით ამ მასალებს, მაგრამ საიდუმლო დოკუმენტის შენახვისა და ტარების უფლება არ გვაქვს~,-განაცხადა ჩინჩალაძემ.
'ინტერპრესნიუსის' კითხვაზე, არის თუ არა საქმეში ისეთი დოკუმენტები, რომლის გასაჯაროვებაც შეიძლება, ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ 'საიდუმლო' გრიფის დადების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
ირაკლი და ნათია გედენიძეების ყოფილი ადვოკატის, მაია ხუციშვილის განცხადებით, როდესაც საქმეში ჩაერთო, ხელწერილი მთლიანი საქმესთან დაკავშირებით ჩამოართვეს და არ იყო კონკრეტულად მითითებული, რომელი მასალა იყო გასაიდუმლოებული და რომელი არა. 
~ მომაწერინეს ზოგადად ხელი რომ საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული, გრიფი 'საიდუმლო' ადევს და მასალების შინაარსის გახმაურება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დოკუმენტების კონკრეტული ჩამონათვალი არ იყო~,-განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გუშინ მედია მკვლევარმა ნინო დანელიამ განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების დუმილი კომუნიკაციის პრობლემას დაუკავშირა.
~ამაზე ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ადვოკატებს როგორც ჩანს, კარგად ვერ განუმარტეს, რომ მათ შეუძლიათ საუბარი. ანუ მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანა ადვოკატებზე. მათ შეუძლიათ საქმეზე ისაუბრონო, მხოლოდ იმ დოკუმენტებზე საუბარი არ შეუძლიათ, რომელიც საიდუმლოების შემცველიაო. უნდა განუმარტოთ ეს ადვოკატებს და ისაუბრებენო~,-განაცხადა დანელიამ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები