მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ავღანეთში ნატო-ს კოალიციური ძალების მეთაურმა თანამდებობა დატოვა

ამერიკელმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ავღანეთში ნატო-ს კოალიციური ძალების ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. სააგენტო France-Presse-ის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობას დღეიდან გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ალენი დაიკავებს, რომელიც წარსულში აშშ-ის შეიარაღებული ძალებს მეთაურობდა.

ცნობილი ხდება, რომ 58 წლის პეტრიუსი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, რითიც აღნიშნულ თანამდებობაზე ლეონ პანეტას ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პანეტა პენტაგონს ჩაუდგა სათავეში.

გენერალი დევიდ პეტრიუსი ავღანეთში ნატო-ს კოალიციურ ძალებს გასული წლის ივნისდან ხელმძღვანელობდა.  სწორედ პეტრიუსი იყო ერთ-ერთი მათაგნი, ვინც ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საპრეზიდენტო გეგმას ეწინააღმდეგებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი გადადგომაც.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები