მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ავღანეთში უსაფრთხოების ავღანურმა და კოალიციურმა ძალებმა ტერორისტები დააკავეს

 

ავღანეთში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც ტერორისტები დააკავეს.

ფაიზაბადის რეგიონში, ბადახშანის პროვინციაში, დღეს ჩატარებული ოპერაციისას, უსაფრთხოების ავღანურმა და კოალიციურმა ძალებმა  უზბეკეთის ისლამური მოძრაობის 2 ლიდერი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ISAF-ის მისიის ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს. 
ოპერაციის დროს დაიჭრა, ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებში მონაწილე ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა მას სამედიცინო დახმარება მალევე აღმოუჩინეს. მეამბოხეთა მეორე ლიდერი, რომელიც ოპერაციის დროს დააკავეს, ასაფეთქებელი საშუალებების ექსპერტია და დაჯგუფებას თავდასხმათა დაგეგმვაში ეხმარებოდა.
დააკავეს ასევე სხვა ეჭვმიტანილიც, რომელსაც აღმოუჩინეს ე.წ. 'თვითმკვლელთა ჟილეტი' და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ISAF-ის მისიის ოფიციალურ ვებგვერდი ასევე ავრცელებს საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალების  სხვა სიახლეებს ავღანეთიდან:
უსაფრთხოების ავღანურმა და კოალიციურმა ძალებმა მარჯეჰის რეგიონში, ჰელმანდის პროვინციაში დღეს ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს თალიბების ლიდერი. დაკავებული აკონტოლებდა მეამბოხეთა ქსელს. მას ბრალად ედება საგზაო აფეთქებების, ასევე ავღანელი მოსახლეობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ შეტევათა ორგანიზება.
გუშინ კი ჰელმანდში, ლაშკარ გაჰის რეგიონში, დააკავეს მეამბოხეთა თანამოაზრე, რომელიც მათ  საბრძოლო მასალებითა და იარაღით ამარაგებდა.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის იარაღი.
დღეს უსაფრთხოების ავღანურმა და კოალიციურმა ძალებმა ზუმატის რეგიონში, პაკტიას პროვინციაში, ჩაატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს თალიბთა ლიდერი, რომელიც ახორციელებდა შეტაკებებს ავღანელი მოქალაქეებისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ. ოპერაციისას რამდენიმე მეამბოხე იქნა დაკავებული.
ნადირ შაჰ კოტის რეგიონში, კჰოტის პროვინციაში, კი უსაფრთხოების ძალებმა აიყვანეს ჰაკანთა ლიდერი და რამდენიმე მეამბოხე. ამოღებულია მათი საბრძოლო იარაღი.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები