მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში ქართველი სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული სერჟანტი ხუჯაძე 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში , ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას 16 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები