მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აზერბაიჯანის მმართველი პარტია ივანიშვილის გამო საქართველოს ზარალს უწინასწარმეტყველებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ უკვე გააკეთა საკმაოდ მწვავე კომენტარი. პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილის მუბარიზ გურბანლის განცახდებით, თუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველო-აზერბაიჯანის დღემდე არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ჩარჩოებიდან გავა, მაშინ, პირველ რიგში, ამისგან საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდება - იუწყება აზერბაიჯანული „ნიუს. აზ'.

გურბანლი  იმედოვნებს, რომ ივანიშვილის განცახდების უკან დგას დამატებითი პრეფერენციების მიღების სურვილი, რადგან ეს გზა, მისი თქმით, საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აზერბაიჯანისთვის. მისივე განცახდებით, მაგისტრალის მშენებლობაზე ათასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები