მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აზერბაიჯანის საგარეო უწყება - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები არ არსებობს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები არ არსებობს, - სააგენტო 'ტრენდის' ცნობით, ამის შესახებ დღეს Aაზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა განაცხადა. 
მისი თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებული საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში წყდება და ეს წმინდა ნორმატიულ-იურიდიული საკითხია.
აბდულაევის ცნობით, დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოსა და Aაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, გრიგოლ ვაშაძე და ელმარ მამედიაროვი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრისას ისაუბრებენ.
პრესმდივნის განცხადებით, მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ.
6 მაისის შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებს არ უშვებენ. ბოლო დღეების განმავლობაში, სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნემ. თუმცა ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა არ დაადასტურა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები