მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აზერბაიჯანი „ყარაბაღის ოკუპაციისთვის“ სომხეთისგან 100 მილიარდ დოლარს მოითხოვს

აზერბაიჯანს განზრახული აქვს სომხეთისგან იმ ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს, რაც მას მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით მიადგა - განაცხადა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ალი ჰასანოვმა. მისივე თქმით, ეს ზარალი 100 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

„აზერბაიჯანი არ წავა არანაირ დათმობებზე მოყენებულ ზარალთან დაკავშირებით... თუ 10 წლის წინ ზარალი 60-70 მილიარდ დოლარად ფასდებოდა, დღეისათვის ეს 100 მილიარდს აჭარბებს,' - განაცხადა ჰასანოვმა კონფერენციაზე სახელწოდებით: „სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებით მიყენებული ზარალის შეფასება'.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ზარალი საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობითაა განსაზღვრული.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები