მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აზერ სულეიმანოვი - ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ჯონდი ბაღათურიას სომეხი უწოდა და გვარიც 'გადაუკეთა'. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აზერ სულეიმანოვმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა და ბაღათურიას, 'ბაღათურიანი' უწოდა.
'ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა', - განაცხადა სულეიმანოვმა. 
აზერ სულეიმანოვი დაინტერესდა, თუ რომელ გენოციდზე მიმდინარეობს საუბარი, როდესაც 1918 წელს სხვადასხვა აზერბაიჯანულ რეგიონებში სომეხმა ბანდიტებმა 60 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დახოცეს.
სიტყვით გამოსვლა სომეხ დეპუტატ არმენიკ ბაინდურიანსაც სურდა, თუმცა ბაქრაძემ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დეპუტატებს დებატებისგან და ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
არმენიკ ბაინდურიანმა მიკროფონის გარეშე მაინც სცადა, რომ აზერბაიჯანელი დეპუტატისთვის სომეხთა გენოციდის შესახებ რეპლიკა ესროლა.
დღეს დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონდი ბარათურიამ პარლამენტის ტრიბუნიდან სომხური დიასპორების მიერ გენოციდის აღიარების მოთხოვნაზე გააკეთა განცხადება და საქართველოს ხელისუფლებას ჩერქეზების გენოციდის აღიარებისთვის უსაყვედურა. 
დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა მას სხდომათა დარბაზიდან ერთ-ერთი ნივთი ესროლა და ჭიქის სროლაც მოინდომა, თუმცა მანდატურმა შეაჩერა. ბაღათურიამ კი სულეიმანოვს, იგივე ნივთი უკან ესროლა. 
ბაღათურიასთან ფიზიკური დაპირსპირება შემდეგ უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ სცადა. თუმცა დეპუტატებმა სიტუაცია განმუხტეს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები