მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აიათოლა ჰამეინის წარმომადგენელი აზერბაიჯანში არ შეუშვეს

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამეინის წარმომადგენელი მოჰამედ ჰადი სეიედი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.   
  
ირანის სასულიერო პირს, ბაქოს აეროპორტში შეატყობინეს, რომ ის ვერ შეძლებდა აზერბაიჯანში შესვლას და სასწრაფოდ ირანში უნდა გაბრუნებულიყო - წერს სააგენტო „რეგნუმ'. 

როგორც SalamNews იუწყება, ირანის საელჩომ ბაქოში დაადასტურა, რომ  ალი ჰამეინის წარმომადგენელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა საელჩოში ამის მიზეზს ვერ ასახელებენ, რადგან როგორც ამბობენ, მათთვის მიზეზები არ განუმარტავთ.   

საელჩოში ისიც აღნიშნეს, რომ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობას ირანის ელჩი აზერბაიჯანში მუჰამედბაგირა ბახრამი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თეირანმა კონსულტაციებისთვის გაიწვია.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები