მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალასანია: კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირაკლი ალასანიას შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

განხილვას კომიტეტში პოლიტიკური კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერები - ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე დაესწრნენ, რომლებსაც მანამდე კონგრესმენებთან ორმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.

როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს „თავისუფალი დემოკრატების' პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტში განხილვის დროს კონგრესმენმა შუსტერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ახლა ყველაზე მთავარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენი ბოლოდროინდელი აქტიურობის შედეგად ამ რეზოლუციაში არის პირდაპირი მინიშნება იმის შესახებ, რომ ნატო-სთან დაახლოება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზით. მთელი ფოკუსი გადატანილია საქართველოში სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე', - განაცხადა ალასანიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას მხარს უჭერს. ამის მიზანი კი არის უსაფრთხოების გაძლიერება და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ მოითხოვენ რუსეთის ფედერაციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

კონგრესმენები კრემლს სთხოვენ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მისცენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები დაუშვან.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები