მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალა ჯიოევა სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა არაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი სამრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი თიბილოვმა მოაწერა.

ვიცე-პრემიერის პოსტზე ჯიოევა სოციალურ სფეროზე იქნება პასუხისმგებელი.

ჯიოევამ 2011 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შედეგი გაუქმდა მთელი რიგი დარღვევების გამო. განმეორებით არჩევნებზე კი, პრორუსმა კანდიდატმა - თიბილოვმა - მოიპოვა პრეზიდენტობის უფლება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები