მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალბერტო ტომბამ მესტიაში ისრიალა

მსოფლიო სათხილამურო სპორტის ვარსკვლავი ალბერტო ტომბა სვანეთის სათხილამურო შესაძლებლობებს აფასებს. პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ტომბამ პირადად ისრიალა ახალ ტრასებზე. ლეგენდარული მოთხილამურე და პრეზიდენტი უშბის პლატოდან, 3700 მეტრის სიმაღლიდან ერთად დაეშვნენ.

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველი სტუმრობისას ტომბამ გუდაურის სათხილამურო ტრასებზე ისრიალა. სვანეთის მთები მსოფლიო ვარსკვლავმა ალპებს შეადარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ რეგიონს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. მესტიის მთები სპორტსმენმა მონბლანსაც შეადარა.

უშბის ფერდობიდან ალბერტო ტომბასთან ერთად დაშვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტმა ჰოსტელის ტიპის სასტუმრო მოინახულა, რომლის მშენებლობაც მაისში დაიწყო და ამ ეტაპზე შიდა ინტერიერის სამუშაოები მიმდინარეობს.

სასტუმრო პირველ დამსვენებელს 1 აგვისტოს მიიღებს. რამდენიმე სასტუმრო და მესტიის ცენტრალური მოედანი, რომლის მშენებლობაც ახლახან დაიწყო, საბოლოოდ შეკრავს მესტიის ცენტრის არქიტექტურულ სახეს, რომელიც ცნობილი არქიტექტორის პიერ დენიერის დაპროექტებულია.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები