მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალეკო ტაბატაძეს შესაძლოა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაატოვებინონ

შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა  და ირაკლი ალასანიას პროტეჟეს, ალეკო ტაბატაძეს შორის დაპირისპირება მწვავდება. ღარიბაშვილმა, თავისი მოადგილე მას შემდეგ აითვალწუნა, რაც პრემიერმა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრი სამარცხვინოდ გაწკეპლა და პირველი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა.

ალეკო ტაბატაძე თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, სოსო ალავიძის ნათესავი და ნინო ბურჯანაძის ოჯახის ახლობელია. თუმცა, „ქართული ოცნების' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის შს მინისტრის მოადგილედ ალასანიას რეკომენდაციით დაინიშნა.

ტაბატაძე, შს სამინისტროში ამ დრომდე ასრულებს ალასანიას „ფხიზელი თვალის' ფუნქციას. ისევე როგორც გურიის სამხარეო პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსი, შს სამინისტროში ისიც თავდაცვის მინისტრის რეკლამირებას ცდილობდა (როგორც მომავალი პრეზიდენტის), რაც ღარიბაშვილის გაღიზიანების მთავარი მიზეზი გახდა.  

რამდენიმე დღის წინ, შს სამინისტროში უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ ალეკო ტაბატაძე „ლაფათქაზე' შემოსვეს. პოლიციის მაღალჩინოსნები პრივატულ საუბრებში აცხადებენ, რომ ალასანიას კადრევის დევნა უკვე ოფიციალურად დაიწყო და გამონაკლისი არც ალეკო ტაბატაძეა.

ღარიბაშვილი „ტყემალზე რომ არ იჯდეს', ტაბატაძეს მოადგილედ თავიდანვე არ დანიშნავდა, რადგან ის ნარკობიზნესთან ასოცირდებოდა.

ტაბატაძის სახელს უკავშირდება (ვაკის პოლიციის უფროსობის დროს) ახალგაზრდების არაადამიანური წამება, ფულის გამოძალვა თუ კრიმინალთა მფარველობაც. 

სხვათაშორის, მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენჯერმე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ისაუბრა. „არ შეიძლება თბილისელებს ტაბატაძე არ ახსოვდეთ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკობარიგა, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა თბილისში ნარკოტიკებს. ამისთანა ხალხის შედეგად მაშინდელ საქართველოში მთელი თაობა ნემსზე შეჯდა', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიუხედავად ასეთი წარსულისა, ალეკო ტაბატაძემ რეაბილიტაცია შეძლო და ალასანიას წყალობით შს მინისტრის მოადგილის პოსტიც დაიკავა, მაგრამ ახლა, როცა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრი ურჩი მოახლესავით დასაჯა, მის კარიერას წყალი შეუდგა.

შს მინისტრმა ღარიბაშვილმა, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაბატაძემ შესაძლოა პოსტი დატოვოს.

მართალია, ნარკობიზნესის ლობირებაში დადანაშაულებული პოლიციის მაღალჩინოსანი, „ოჯახურ ატმოსფეროში' შს მინისტრის პოლიციურ გამოცდილებაზე ირონიით საუბრობს, მაგრამ ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, მისგან რეალური საფრთხე იგრძნო და ამიტომ, თადარიგს ადრევე იჭერს - მოადგილის „ჩამოსალაბორანტებად' საფუძველს ამზადებს...

გეგმის მიხედვით, თუ ალეკო ტაბატაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ხმამაღალი განცხადებების გარეშე არ დატოვებს, ღარიბაშვილი იმ ინფორმაციებს გაასაჯაროებს, რომელიც მისი მოადგილის კორუფციულ ვნებებსა და პოლიციაში მომხდარ რამდენიმე, ჯერჯერობით გაუხმაურებელ ფაქტს ეხება.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები