მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალექსანდრე ლომაია ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია. 
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებსა და საგამოცდო ცენრტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო. 
ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ახარებს ის ფაქტი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა მუშაობს და მისი მთავარი ღირებულებები - ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უცვლელია.
'ერთიანი ეროვნული გამოცდები ამავე დროს ვითარდება. გამოცდები წლიდან წლამდე უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ხდება აბიტურიენტებისთვის. როდესაც რეფორმა ტარდება, სწორედ ეს არის მთავარი - დახვეწო და გაასწორო ის, სადაც ხარვეზია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სწორედ ამას ვხედავ',-განაცხადა ლომაიამ. 
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ალექსანდრე ლომაიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს ჩატარდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები