მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალექსანდრე ლუკაშევიჩი - ჰილარი კლინტონის განცხადებებმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონს 2008 წლის მოვლენებმა ვერაფერი ასწავლა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები სამწუხაროდ, იმის დასტურია, რომ ვაშინგტონს 2008 წლის მოვლენებმა ვერაფერი ასწავლა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
'შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამერიკის და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებამ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ასევე საქართველოსთვის საზღვარგარეთიდან იარაღის მასობრივმა მიწოდებამ, მიხეილ სააკაშვილს დაუსჯელობის კომპლექსი და იმის განცდა ჩამოუყალიბა, რომ ყველაფრის უფლება აქვს. სწორედ  ამან უბიძგა სააკაშვილს დანაშაულებრივ ავანტიურაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში განახორციელა. შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ ', -განაცხადა ლუკაშევიჩმა და აღნიშნა, რომ მაშინ რუსეთს მოუწია 'აგრესორი გონზე მოეყვანა'.
'ახლა ჩნდება 'დეჟავიუს განცდა. ამერიკის მაღალჩინოსნები კვლავ აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და კვლავ იმეორებენ ცრუ თეორიებს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით', -აღნიშნა ლუკაშევიჩმა. 
რუსეთის საგარეო უწყების წამომადგენლის აზრით, ასეთი განცხადებებით ამერიკა აქეზებს თბილისის ისედაც რევანშისტულ განწყობას და ვაშინგტონი თავის პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ აცნობიერებს.
ლუკაშევიჩის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები