მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალექსეი პუშკოვი - საქართველოში ადამიანის უფლებებზე მოხსენების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხიც უნდა იყოს

ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მოითხოვს, რომ მომზადდეს ცალკე მოხსენება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას მიეძღვნება.
დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსეი პუშკოვის განცხადებით, ამ მოხსენების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხიც უნდა იყოს. 
'საჭიროა,  საპარლამენტო ასამბლეის წინაშე დავაყენოთ საკითხი ცალკე მოხსენების მომზადების თაობაზე. ამ დოკუმენტის თემატიკა უნდა მიეძღვნას იმ ვითარებას,  რაც იყო საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების სფეროში და დემოკრატიული განვითარების დარგში. ამ მოხსენების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხიც უნდა იყოს. ანუ, ის თუ რამდენად ადეკვატური იყო ჩატარებული გამოძიება', - განაცხადა პუშკოვმა. 
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას ტელეკომპანია 'იმედი' ავრცელებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები