მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ესწრება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ისინი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას (NGC) ესწრებიან, რომელიც ელჩების დონეზე იმართება. 
დელეგაცია ახალი შემადგენლობით კომისიის სხდომას პირველად ესწრება. დაგეგმილია მიმდინარე პოლიტიკურად აქტუალური საკითხების გაცნობა ნატოს მხარისათვის.
კომისიის სხდომა მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად იმართება და მხარეები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა საკითხებს განიხილავენ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები