მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ალ-ქაიდას' ლიდერმა სირიელებს ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა

'ალ-ქაედას' ლიდერმა აზ-ზავახირმა სირიელებს ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. 
'როიტერის' ინფორმაციით, აზ-ზავახირმა სირიელებს მოუწოდა, არა მხოლოდ ბაშარ ასადის, არამედ ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ იბრძოლონ. 
'ამერიკა, რომელიც ასადთან თანამშრომლობდა, ახლა ამბობს, რომ სირიელ ხალხს უჭერს მხარს. ბაშარ ასადი ისლამის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის პარტნიორია, რომელსაც ის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საფარქვეშ ახორციელებს', - აცხადებს ზავახირი. 
'დაანახეთ ამერიკას, რომ თქვენი ამბოხება მანამ არ დასრულდება, სანამ ჯიჰადის გამარჯვებული დროშა იერუსალიმის თავზე არ აფრიალდება', - მოუწოდებს სირიელებს ზავახირი. 
აზ ზავახირი 'ალ ქაედას' ლიდერი ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ გახდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები