მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ამერიკელმა ლობისტებმა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა გაწყვიტეს

ბიძინა ივანიშვილთან და კოალიცია „ქართულ ოცნებასთან' ურთიერთობა გაწყვიტეს ამერიკელმა ლობისტებმა. ამის შესახებ ინფორმაცია buzzfeed.com-მა გაავრცელა. 

ინტერნეტ-პორტალის ინფორმაციით, ლობისტური ფირმა BGR უარს ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მის პარტიასთან შემდგომ ურთიერთობებზე.

„სიტუაცია საქართველოში, რომელიც ადრე მოიაზრებოდა აშშ-ს მოკავშირედ და აღიზიანებდა რუსეთს, რომელიც კავკასიას თავისი გავლენის სფეროდ თვლის, გაუარესდა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად ივანიშვილი გახდა მთავრობის მეთაური.

ივანიშვილის იუსტიციის სამინისტრომ მიზანში ამოიღო და დაიჭირა პრეზიდენტ სააკაშვილს მომხრეები და მთავრობის წევრები, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამ ფაქტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ერთ დროს კარგ ურთიერთობებზე', - წერს ინტერნეტ გამოცემა.

ინტერნეტ-გამოცემის მიხედვით: „ივანიშვილი ჯერ კიდევ უხდის ფულს რამდენიმე ლობისტურ ჯგუფს, რომლებთან ურთიერთობაც მალე დამთავრდება.

იანვარში ლობისტურმა Patton Boggs ხელი მოაწერა 10 თვიან შეთანხმებას ივანიშვილთან - 160 000$ თვიური ანაზღაურებით. პრემიერ-მინისტრმა დღემდე 1,134813 $ გადაუხადა National Strategies LLC ჯგუფსაც'.

გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს არც Patton Boggs და არც ლარი კინგი (სპიკერები), ეს უკანასკნელი ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ 'მეცხრე არხთან' იყო დაკავშირებული, და არც მარკ გინსბერგი - აშშ-ს ყიფილი ელჩი მაროკოში და ამჟამინდელი ლობისტი.  

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები