მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ამომრჩეველთა ლიგას' ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა შეურთდებიან

საზოგადოებრივ მოძრაობას - 'ამომრჩეველთა ლიგა' ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა შეუერთდებიან. 
ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა გუნცაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, 'ამომრჩეველთა ლიგას'. ასევე. შეუერთდებიან საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლები, რომელთა ვინაობას გუნცაძე ჯერჯერობით არ ახმაურებს.
ახალი წევრების წარდგენა დღეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში მოხდება, სადაც 18:00 საათზე 'ამომრჩეველთა ლიგის' პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ახალი კლიპიც.
საზოგადოებრივი მოძრაობა 'ამომრჩეველთა ლიგა' გასულ თვეს დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან მსახიობი ნანა შონია, ყოფილი პარლამენტარი კოკა გუნცაძე და იურისტი ლევან ჩიკვაიძე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები