მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ამპანიის - 'ეს შენ გეხება' წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები დავით ბაქრაძის საპასუხო განცხადებას გააკეთებენ

კამპანიის - 'ეს შენ გეხება' წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, დღეს დავით ბაქრაძის საპასუხო განცხადებას გააკეთებენ. როგორც 'ინტერპრესნიუსს' კამპანიის წევრი ორგანიზაციებიდან აცნობეს, ფონდ 'ღია საზოგადოება - საქართველოს' ოფისში დღეისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე კამპანიის წევრები გამოეხმაურებიან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობა კანონით უზრუნველყოს.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდება. მისივე თქმით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, აქამდეც არ იზღუდებოდა. 
თუმცა, ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ამ მხრივ კითხვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს დაავალა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ამ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართონ და აუხსნან, კანონი არც მათი და არც დონორების საქმიანობას არ აფერხებს.
მისივე თქმით, პირველ რიგში ის საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ მიწვეულები, რომლებმაც კანონთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო, პარტიებთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერეს. 
რაც შეეხება ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კანონში მათთან დაკავშირებითაც შევა დაზუსტება, რათა შიშის საფუძველი აღარ არსებობდეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები