მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანაკლიით რუსი ინვესტორებიც ინტერესდებიან

ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონას, ხვალ ინვესტორთა მორიგი ჯგუფი ეწვევა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ინვესტორთა შორის რუსეთის ფედერაციის წარმოამდგენლებთან ერთად, აშშ-ს, თურქეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებიც არიან.
ინვესტორები ადგილობრივი მთავრობის წევრებთან ერთად ანაკლია-განმუხურის ტერიტორიას მოინახულებენ. დაათვალიერებენ სასტუმროების მშენებლობისათვის გამოყოფილ მიწებს და ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობას.
დაგეგმილია შეხვედრა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან, ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებთან.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ანაკლიაში ეს ინვესტორთა მეორე ჯგუფის ვიზიტია.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები