მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანა ტატიშვილმა 100-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში გაიმარჯვა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა 2011 წელს პირველი ტურნირი მოიგო .
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ს ქალაქ მიდლენდში ამერიკელ ჯემი ჰემპტონთან ერთად, 100-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში გაიმარჯვა.
ქართულ-ამერიკულ დუეტს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ოთხი რაუნდის დაძლევა დაჭირდა. ტატიშვილმა და ჰემპტონმა ჯერ კანადელები მარინო და პელეტიე 6:3, 7:5 დაამარცხეს, შემდეგ მე-3 ნომრად განთესილ რუს პერვაკსა და თურქ სენოღლუს 6:0, 6:2 მოუგეს, ნახევარფინალში კი ამერიკელები - როლე და ვაშინგტონი 3:6, 7:6 (7:3), 10:6 დაამარცხეს.
ფინალში ანა ტატიშვილსა და ჯემი ჰემპტონს კიდევ ერთ წყვილთან უნდა ეთამაშათ, თუმცა ფალკონი და რისკე კორტზე არ გამოცხადდნენ. ანა ტატიშვილი მიდლენდიდან მემფისში გადაინაცვლებს, სადღაც 14 თებერვლიდან 220-ათასიანი ტურნირის, ჩელლულარ შოუტჰ ჩუპ-ის გათამაშებაში ჩაებმება.
ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული. მისი პირველი მეტოქე რუსი ქსენია პერვაკი იქნება. ტატიშვილი წყვილებშიც ითამაშებს, სადაც უკრაინელ სავჩუკთან ერთად ბრიტანელ ბორველსა და კანადელ პელეტიეს შეხვდება.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები