მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, ერთად იღვაწონ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტებისთვის

მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, ერთად იღვაწონ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების მიღწევისთვის , - ასეთი ჩანაწერი გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სოციალურ ქსელ 'ტვიტერ'-ის საკუთარ გვერდზე.
გარდა ამისა, რასმუსენის გვერდზე აღნიშულია ისიც, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება კიდევ ერთხელ მიულოცა და ხაზი გაუსვა ალიანსის ერთგულებას ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობებისადმი. 
რასმუსენის ჩანაწერი პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწელიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ არის გაკეთებული. 
ამასთან, როგორც ცნობილია, გუშინ გავრცელდა ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება საქართველოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. 
რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს. 
'მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით', - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები