მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება

რუსეთის პოზიციის მიუხედავად, ძალაში რჩება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი . ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს გაწევრიანების თემაზე, გენერალურმა მდივანმა ალიანსის გაფართოების საკითხზე რუსეთის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.
'არც ერთ მესამე ქვეყანას, არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია ნატო-ს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. ნატო-ს გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკაა და ნატო-ს კარი ღია რჩება. ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ჩიკაგოში. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში მონაწილეობენ და რომლებიც ნატო-ს ფუნდამენტალურ პრინციპებს იცავენ. ეს ნათლად არის ნათქვამი ხელშეკრულების მეათე მუხლში', - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე განცხადებით, იგივე პოლიტიკა ეხება საქართველოსაც.
'მინდა, გავიმეორო გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რა თქმა უნდა, აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ და ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში', - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
რუსეთში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში 'ედინაია რასიას' კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. იგი ნატო-ს საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მიახლოების წინააღმდეგია.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები