მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება

ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობებისთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ნატო-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების , თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ხელშეკრულების 15 წლისთავს და რუსეთ-ნატო-ს საბჭოს დაარსების 10 წლისთავს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავისი 'ფეისბუქის' ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, მხარეებმა გრძელი გზა გაიარეს, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გაატარეს შორსგამიზნული თანამშრომლობის პოლიტიკა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოებისადმი მიდგომა ევროატლანტიკურ არეალში. 
'ჩვენ ერთად ვწვრთნით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტებს ცენტრალური აზიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან, ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ჩვენ ერთად გავდივართ წვრთნებს დაშავებულთა გადარჩენასა და ტერორისტული თავდასხმებისაგან საჰაერო თავდაცვაში. როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი, ბევრს არ სჯეროდა, რომ ერთ დღეს ნატო და რუსეთი ითანამშრომლებდნენ. მაგრამ ჩვენ დღეს ამას ვაკეთებთ. მე არ ვაცხადებ, რომ ჩვენ ერთმანეთში ყველაფერი გავარკვიეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს განსხვავებული პოზიციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა გაფართოება და სარაკეტო თავდაცვა. მაგრამ მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ რომ ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვის და ჩვენ არ განვიხილავთ რუსეთს, როგორც საფრთხეს', - აცხადებს რასმუსენი.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსის მიზანია, რუსეთთან ჭეშმარიტი სტრატეგიული თანამშრომლობა . 
'ჩვენ გვსურს ნატო და რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სარაკეტო თავდაცვის საკითხებში. სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება. ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება ამის გასაკეთებლად. თითოული გარანტია, რასაც რუსეთი ითხოვს, უკვე შეტანილია ჩვენს დოკუმენტებში, რომელთა იუბილესაც ჩვენ წელს აღვნიშნავთ, ' - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს სამიტის წინ, რომელზეც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო მისიების სამომავლო განვითარებას განიხილავენ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები