მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა  მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საქართველოს პრეზიდნეტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო მოკავშირეებთან თანამშრომლობის, ურთიერთკავშირის მოდელი გახდა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 
მისივე თქმით, ნატო და საქართველო შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ეს ხელს შეუწყობს ერთობლივი მუშაობის, საქართველოს ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას ატლანტიკური მიზნების მიზაღწევად. ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია. 
'მაგრამ, თქვენ უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეთ და მჯერა, რომ გააგრძელებთ ამ პროგრესს და რეფორმებს, საპარლამენტო არჩევნებთან მიახლოვებასთან ერთად. ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და იქნება შანსი, აჩვენოთ, რამდენად შორს წახვედით. ვიცი, რომ ალიანსის წევრები ამას მჭიდროდ მიადევნებენ თვალს', - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, საქართველო პარტნიორობის მოდელია. რასმუსენის თქმით, ელოდება ჩიკაგოში, ალიანსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის ნახვას, სადაც მოკავშირეები და პარტნიორები ნათლად იტყვიან, თუ რამდენად აფასებენ საქართველოს ჩართულობას ნატო-ს მისიაში და მიღწეულ პროგრესს. 
გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ალიანსის დიალოგი ღარმა და ინეტნსიურია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ წელს საქართველო ავღანეთის მისიაში ნატო-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა გახდება. რასმუსენმა აღნიშნა, რომ ამ მისიაში ქართველი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ. რასმუსენმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანაგრძნობა მათ ოჯახებს. 
'ჩვენი თანმშრომლობა ავღანეთს სცდება. ალიანსის წევრები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბოლოს ჩატარებულ არჩევნებს და მიაჩნიათ, რომ ეს ხელს არ შეუწყობს პრობლემის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას', - განაცხადა რასმუსენმა. 
ანდერს ფოგ რასმუსენისა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პრესკონფერენცია თბილისის დროით 12:15 საათზე დაიწყო. 
ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები