მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდერს ფოგ რასმუსენმა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია განათავსა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის კონტექსტში საქართველოს შესახებ ინფორმაცია განათავსა. 
როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველოს და ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორობა და ძლიერი ურთიერთობა აქვს და ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველო სამიტზე სამივე ფორმატის პარტნიორობის შეხვედრებს ესწრებოდა. 
ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ ნატო-ს მეკავშირეები აფასებენ საქართველოს ერთგულებას კავკასიის პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტის საკითხში და მცდელობებს რუსეთთან ნდობის აღდგენაში. 
'ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ განაცხადა რომ საქართველო გახდება წევრი. დღეს ეს გადაწყვეტილება გამეორებით ითქვა. ჯერ კიდევ სამუშაო შესასრულებელია, რადგანაც ნატო-სკენ გზა არ არის იოლი. მაგრამ საქართველო ერთგული რჩება და პროგრესს აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გააგრძელოს კურსი', _ აღნიშნულია რასმუსენის განცხადებაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები