მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდრია ურუშაძე: საქართველოში ეკოლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, საქართველოში ნაწლავური ინფექციის გავრცელების ალბათობა ძალიან დაბალია

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრმა თავად განუცხადა.

ურუშაძე მოსახლეობას 'ეკოლის' ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს და  პროდუქტის შემოწმებისა და მოხმარებამდე კარგად გარეცხვას ურჩევს.

'ეკოლის გავრცელების კუთხით საქართველოში პრობლემები არ არსებობს, თუმცა განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს, როგორც მოქალაქეებს, ისე სამედიცინო დაწესებულებებს', - განაცხადა ურუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო მდგომარეობაზე გადავლენ.

შეგახსენებთ, რომ 'ეკოლის' ვირუსით ევროპაში 37 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 წლის ბავშვიცაა. მეცნიერებმა ეკოლის ჩხირი კიტრისა და პარკოსნების შემდეგ სალათის ფურცლებშიც აღმოაჩნიეს.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები