მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანდრიუს კუბილიუსი: საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორია, ის ევროკავშირის წევრობას იმსახურებს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა - ანდრიუს კუბილიუსმა, საქართველოს სუვერენiტეტს და დამოუკიდებლობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა. როგორც კუბილიუსმა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაუთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიტვა საქრთველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

„საქართველო ევროკავშირის წევრობას ნამდვილად იმსახურებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც. თქვენს ქვეყანაში იდეალური ბიზნეს გარემოა. თითქმის არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ თქვენგან, იმიტომ, რომ საქართველო რეფორმების გატარების მხრივ ნომერ პირველია,- განაცხადა კუბილიუსმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ლიტვის მხადაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უცხოელი მეგობრების გარეშე რთული იქნება. ასეთია ლიტვა, რომელიც ჩვენს გაწევრიანებას მხარს უჭერს, ჩვენთვის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია',- განაცხადა ნიკა გილაურმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე და აქვე დასძინა, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მუშაობს.

„ევროკავშირთან გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობის საკითხი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი, უნდა დავაჩქაროთ ასოცირების შესახებ კანონიც',- განმარტა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები