მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანტიგუა და ბარბუდა აფხაზურ მხარეს დამოუკიდებლობის აღიარებაზე დიალოგის გაგრძელებას დაჰპირდა

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ანტიგუასა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება თხოვა. 
'Caribbean  journal'-ის ინფორმაციით, ანტიგუასა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს, ბალდიუნ სპენსერს შეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბასთან.
მოლაპარაკებებზე აფხაზური მხარის წარმომადგენელმა ანტიგუასა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. როგორც გამოცემას პრემიერ-მინისტრის ოფისიდან აცნობეს, სპენსერმა ხინთბას ვიზიტის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის თუ რა წინააღმდეგობას აწყდება აფხაზეთი თავისი დამოუკიდებლობის აღიარებაში. 
პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარების თემაზე აფხაზ ჩინოვნიკს დიალოგის გაგრძელებას დაჰპირდა. 

ინტერპრესნიუსი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები