მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ანძაზე 'ჩამოკიდებული' თავისუფალი მედია

აქციამ - 'სტოპ, ვერა' შედეგი ვერ გამოიღო; თბილისის ანძა გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებიდან ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შპს 'ალფა-კომის' სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი უკვე სხვისი საკუთრებაა. მყიდველის ვინაობა ჯერ არ სახელდება. 
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას თბილისის ანძა 4 წლით მართვის უფლებით გადაეცემა. მასვე ეკისრება ვალდებულება, ამ დროის განმავლობაში განახორციელოს 12 მოლიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია. ასევე, ვალდებულია, არ შეცვალოს ობიექტის საქმიანობის პროფილი.
საზოგადოების დიდი ნაწილი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტში უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე - სახელმწიფოს დაქვემდებარებაში InterPressNews.Geარსებული მორიგი ობიექტის პრივატიზებას. 
შპს 'ალფა-კომი' შპს ,'საქართველოს ტელერადიოცენტრის' ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრეა. მის მფლობელობაშია არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას. აქადან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთელი დამოუკიდებელი ქართული ტელერადიო მედია მასზეა ჩამოკიდებული, როგორც პირდაპირი, ისე - გადატანითი მნიშვნელობით. 
მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ითვალისწინებენ რა დღევანდელი ქართული სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას, ვარაუდობენ, რომ 'ალფა-კომის' პრივატიზება ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ალაგმვისკენ გადადგმული კიდევ ერთ ეფექტური საშუალებად შეიძლება გადაიქცეს.InterPressNews.Ge ამგვარი ვარაუდის არსებობის მრავალი საფუძველი და წინაპირობა არსებობს. . . ჟურნალისტების ვარაუდი თუ გამართლდა, ხელისუფლება სურვილის შემთხვევაში დღეისთვის არსებულ დამოუკიდებელ ტელერადიო სივრცის სრულად გაკონტროლებას შეძლებს, თანაც ისე, რომ არადემოკრატიულობასაც ვერავინ დასწამებს.
როგორც ცნობილია, ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კერძო კომპანიამ გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ტენდერი შედგა ნაუცბათევად - 20 დღის ვადაში. გასაყიდ ობიექტთან დაკავშირებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს კომპანია ',ალფა-კომისაგან', ანძასთან ერთად, ვალებსაც გადაიბარებს: დებიტორულს, რომელიც 6 988 202 ლარს შეადგენს და კრედიტორულს - 2 917 158 ლარის ოდებობით. 
ტენდერის მიმდინარეობის ასეთი ბუნდოვანება საზოგადოებაში აჩენს ეჭვს, რომ ეს იქნება ხელისუფლების 'პატრონაჟის' ქვეშ ჩატარებული კიდევ ერთი ღონიძიება, რომლის შედეგადაც მედიასაშუალებების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელონანესი ობიექტი ფორმალურად დამოუკიდებელი კომპანიის, რეალურად კი მისი კონტროლოს ქვეშ აღმოჩნდება. InterPressNews.Ge
ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ერთი გარემოებაც, რომელზეც ექსპერტები მიუთითებენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ობიექტის ტენდერზე გამოტანამდე არ უცდია იმ ვალების რესტრუქტურიზაციის ჩატარება, რომლებიც დამოუკიდებელ ტელე-რადიოსაშუალებებს 'ალფა-კომის' მიმართ დაუგროვდათ. 
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ახალი მფლობელი შეეცდება ძველი ვალების 'ამოღებას', ხოლო თუ დასახელებული მედიასაშუალებები ვალის გადახდას ვერ შეძლებენ, მომსახურებას შეუწყვეტს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვალის გადახდის შემთხვევაშიც, ისინი ზეწოლისაგან დაზღვეულები ვერ იქნებიან - კომპანია კერძოა და სიხშირის მომსახურების ტარიფსაც ის აწესებს, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს კი საკმაოდ მწირი ფინანსური რესურსი აქვთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ,,ალფა-კომი' უცხოური პრაქტიკისგან განსხვავებით, თავის სფეროში მონოპოლისტია. ასე რომ, არასასურველი ვარაუდის გამოთქმის საფუძველი მართლაც არსებობს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები