მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „არის ვარაუდი რომ პრემიერმა ამის გამო ვერ მოხსნა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან“

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შურისძიების შემდეგ, კოალიციაში შემავალი განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსებისთთვისაც მოიცალა. 

საზოგადოებაში ორი დღეა აქტურად საუბრობენ, რომ ივანიშილმა კოალიციასთან შეუთანხმებელი თვითნებობა(რატიანთან პირდაპირ ეთერში გამართული მუშტიკრივი) არც კობა დავითაშვილს აპატია და კუთხეშიც დააყენა. 

„ქართული ოცნების' ყრილობაზე, რომელიც შაბათს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა თავდაცვის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრ ირაკლი ალასანიას მსგავსად, არ იმყოფებოდა კოალიციის წევრი დეპუტატი, კობა დავითაშვილიც. გაირკვა, რომ ის ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. 

რაც შეეხება ალასანიას ფატქორს ის პრემიერმა თურქეთში მარტოდმარტო დატოვა, მართალია ყრილობის დაწყებამდე ითქვა, რომ მინისტრი უცხოურ ტურნეს აგრძელებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, პროტოკოლის მიხედვით ალასანია სამშობლოში შაბათამდე უნდა ჩამოსულიყო. 

პოლიტიკურ კულუარებში უკვე ფსონებს დებენ, ამ ორი დატუქსულიდან პირველი ვინ დატოვებს კოალიციას, რომელიც სექტას უფრო ჰგავს ვიდრე პოლიტიკურ გაერთიანებას. 

„პრესა.ჯი' ორ დღეა დავითაშვილთან ინტერვიუს ჩწერას ცდილობს, თუმცა მას ფილარმონიაში არ მიპატიჟების შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს. ის მხოლოდ იმას ადასტურებს რომ კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადებებმა ძლიან გაანაწყენა. 

„მეც მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა იჯდეს სახლში, მაგრამ კოლეგებს ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავზე. ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. 

უსუფაშვილმა თქვა, ჩემს ოლქში თუ იყრიან კენჭს, ხმას არც ერთს არ მივცემო. არ მინდა გაბრაზებულმა ვუპასუხო დათოს, მაგრამ ერთს მაინც ვეტყვი, - დათო უსუფაშვილი და დათო ბაქრაძე დიდუბეში რომ იყრიდნენ კენჭს, მაინც უსუფაშვილს მივცემდი ხმას, მაგრამ თუ ასეთ განცხადებებს კიდევ გააკეთებს, მეეჭვება ჩემი ხმა ეყოს გამარჯვებისთვის. 

ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს'
,- აცხადებს დეპუტატი „კვირის პალიტრასთან' ინტერვიუში. 

„პრესა.ჯი'-მ კობა დავითაშვილის დატუქსვის ფაქტის შეფასება ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს სთხოვა, რომელიც აცხადებს, რომ კოლიციის რღვევა დაწყებულია. 

ნიკა ჩიტაძე: „ქალბატონი თინა ხიდაშელის განცხადება, რომელმაც დავითაშვილს სახლში ჯდომა ურჩია, ერთგვარად გამოხატავდა კოალიციის შეფასებას „მაესტროს' ეთერში მომხდარი ინცინდენტის შესახებ. 

ამას მოჰყვა პარლამენტრის თავმჯდომარის ასევე მკაცრი ტონით გაკეთებული განცხადება, რომ დავითაშვილს ის როგორც პოლიტიკოსს ხმას არ მისცემდა. ბუნებრივია, ეს გააღიზიანებდა თავად დავითაშვილს, რომელსაც გუნდმა ზურგი აქცია. მან განაცხადა რომ ძალიან ნაწყენია, კოალიციაში მისი პოლიტიკური წონა რომ ვერ დაინახეს'. 

- ფილარმონიაში არ მიპატიჟებით კოალიციამ დავითაშვილი დასაჯა?

ნიკა ჩიტაძე: ასე გამოდის, დავითაშვილმა რატიანთან ჩხუბით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მთლიანად „ქართული ოცნება'. მითუმეტეს, რომ ბატონ რატიანთან ხელჩართული ჩხუბის მიზეზი არ არსებობდა. თუმცა ადამიანისგან რომელიც ჟირინოვსკისთან სისტემატიურად ჩადიოდა და მასთან სურათებს იღებდა, მსგავსი საქციელი, არ უნდა გაგვიკვირდეს. 

- შესაძლებელია თუ არა, რომ დავითაშვილმა კოალიციის რიგები დატოვოს?

- მას კოალიციიდან გამოსაყოფად პარლამენტში თანამოაზრეები დასჭირდება. ამიტომ, ჩემი აზრით, დავითაშვილი ამ სურვილს კიდევ კარგა ხანი ვერ გაახმაურებს. მისთვის ფინანსურად წელში გამართულ პარტიაში ყოფნა უფრო მომგებიანია, ვიდრე უფრაქციოდ დარჩენა. 

- ალასანიას თემასაც შევეხოთ... არსებობს მოსაზრება, რომ თავდაცვის მინისტრი ფიქტიურად იმყოფება კოალიციაში შემავალთა სიაში... 

- ივანიშვილის მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, ალასანიას კობა დავითაშვილს ვერ შევადარებთ, რადგან გასათვალისწინებელია, რომ ბატონი ირაკლი პარლამენტში 10 კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. არის ვარაუდი რომ პრემიერმა სწორედ ამის გამო ვერ მოხსნა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან. 

ალასანიას განაწყენება, „თავისუფალი დემოკრატების' „ქართული ოცნების' ოპოზიციაში გადასვლას გულისხმობს. ალასანია ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება. მაგალითად, კონსტიტუციური ცვლილებისთვის. ივანიშვილის მიზანია, რომ გააფრთხილოს, დატუქსოს თავდაცვის მინისტრი და ამავე დროს, ცოტა ხნით მაინც შეინარჩუნოს „თავისუფალი დემოკრატები'. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები