|
დღეს, ცესკო-ს მიერ ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსი დასრულდება. საბუთების მიღება კომისიაში 6 აგვისტოს დაიწყო.
ცესკომ ავღანეთში, პროპორციული წესით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, სპეციალური ჯგუფების სამ-სამი წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, საარჩევნო უბნები ჰელმანდის საარჩევნო უბანი - 'შუკვანი' და ჰელმანდის საარჩევნო უბანი - 'ბ - ასეულის ბაზა' შეიქმნა. ქაბულის ბაზაზე მყოფი ამომრჩევლები კი, არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ.
Internet.ge
ე.შ
|
|
მსგავსი თემები
|
|
|
|