მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> არჩევნებთან დაკავშირებით ცხინვალმა ე.წ საზღვარი ჩაკეტა

დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცხინვალმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ საზღვარი ჩაკეტა. როგორც 'ინტერფაქსი' ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. 
'აუცილებელი ღონისძიებების ფარგლებში გუშინ, 20:00 საათიდან სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტზე მოქალაქეების გატარება შეწყდება დასახლებული პუნქტების - მოსაბურნის, არცევის, სინაგურისა და ყარზმანის მიმართულებით. მითითებული პუნქტების გავლით მოძრაობა დღეს, 20:00 საათზე განახლდება', - აცხადებს წყარო. 
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების გამო ტარდება. 
ე.წ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები