მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> არჩილ კბილაშვილი: 'დაზუსტებით თქმა აუდიო-ჩანაწერები დამონტაჟებულია თუ არა, შეუძლებელია'

ბესო სურმავას სახელით გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებს, რომელთან დაკავშირებით კუდ-ის 12 მაღალჩინოსანია დაკავებული და რომელიც მათ საქმეში ერთ-ერთ მტიკიცებულებად დევს, ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

'უნდა ჩატარდეს ექპერტიზა, რომელიც დაადგენს ამ ჩანაწერების ავთენტურობას', - განაცხადა კბილაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული უახლოეს პერიოდში განხორციელდება, ამ ეტაპზე კი, დაზუსტებით იმის თქმა, აუდიო-ჩანაწერები დამონტაჟებულია თუ არა, შეუძლებელია', - განაცხადა კბილაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სურმავას სახელით ინტერენეტში რამდენიმე აუდიო-ჩანაწერი გავრცელდა. აღნიშნულ ჩანაწერებში კოალიციის წევრები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. 

გავრცელებისთანავე კოალიციის წევრებმა ჩანაწერების ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენეს და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ეს ჩანაწერები ფაბრიკაცია იყო.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები