მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> არჩილ კბილაშვილი: 'ეკა ბესელიას ეს ცოდვა ნამდვილად არ ჩაუდენია'

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას მეუღლის ზურაბ გუბელაძის პროკურატურაში დანიშვნის ფაქტზე კომენტარს აკეთებს. როგორც  კბილაშვილმა აღნიშნა გადაწყვეტილების მიღებისას მან საერთოდ არ იცოდა, რომ გუბელაძე ბესელიას მეუღლე იყო. 

'ზურა გუბელაძე თუ ეკას მეუღლე იყო საერთოდ არ ვიცოდი, თუმცა მოგვიანებით თავად ეკამ აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ერთი ოჯახი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის პროკურატურის გამოსარკვევი საკითხი. გუბელაძე საგამოძიებო ნაწილში ერთ-ერთი პროკურორია. ამ ნაწილში ჩვენ  სულ 15-მდე  პროკურორი გვყავს'- განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

მისივე თქმით გუბელაძის დანიშვნის ინიციატივა საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელს მაია მწარიაშვილს ეკუთვნის და ამ გადაწყვეტილებას  მხარი ლაშა ნაცვლიშვილმა, მოგვიანებით კი პირადად მან დაუჭირა. 

'თავად მაია ადრე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და იქიდან იცობდა ზურას, როგორც სისხლის სამართლის მოსამართლეს, პატიოსან, გამოცდილ და პროფესიონალ პიროვნებას. თუ ეკას სხვა ცოდვები აქვს, შეუძლიათ მიაწერონ, მაგრამ ეს ცოდვა მას ნამდვილად არ ჩაუდენია'- განაცხადა გაზეთ 'პრიამ ტაიმისთვის' მიცემულ ინტერვიუში არჩილ კბილაშვილმა. 

 timer.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები