მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> არ ვფიქრობდი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან არ ვიცოდი, მელოდებოდა თუ არა მეორე ნაპირზე თამთა . . .

ტრაგედიიდან 13 დღის შემდეგ, ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში გადაასვენეს. 21 წლის გოგონას პოვნას რამდენიმე დღე, ნორვეგიისა და საქართველოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა და მშობლების ადგილზე ჩასვლა დასჭირდა. 
'მიცვალებულს ვერ გააცოცხლებდნენ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს',- დაღუპულის მამამ, ავთანდილ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას შვილის ცხედრის გადმოსვენებისთვის. გოგონას შაბათს, 6 აგვისტოს, ქუთაისში დაასაფლავებენ. 
თამთასთან ერთად, 32 წლის ნორვეგიელის, ანდერს ბერინგ ბრეივიკისეულ 'ბართლომეს ღამეს', ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაიჭრა.
'ეს ადამიანი არ ეძებდა კონკრეტულ ადამიანებს მოსაკლავად ან არ InterPressNews.Geაკეთებდა იმას, რომ ყველა დაეხოცა _ 700 ადამიანი ზედმეტად ბევრი იყო იმ პატარა კუნძულისთვის, ამიტომაც მას თავისი მსხვერპლების ძებნა არ უწევდა', _ იხსენებს 'ინტერპრესნიუსთან' და 'პალიტრა TV'-სათან საუბრისას კიდევ ერთი ქართველი გოგონა ნათია ჩხეტიანი, რომელიც, საბედნიეროდ, ბრეივიკის მიერ მოწყობილ სასაკლაოს გადაურჩა. 
ორივე ქართველი გოგონასთვის საბედისწერო აღმოჩნდა ის რამდენიმე წუთი, როდესაც მათ ბანაკის მთავარი შენობის საკონფერენციო დატოვეს და მშობლებს დაურეკეს, რომ კარგად იყვნენ და საფრთხე არ ემუქრებოდათ.InterPressNews.Geშეტყობინება ოსლოში აფეთქების შესახებ კუნძულზე რამდენიმე წუთში ჩავიდა. ოსლოს აფეთქებაზე ქვეყნის მმართველი 'ლეიბორისტული პარტიის' მოწყობილი ახალგაზრდული ბანაკის წევრებსაც გააგებინეს და უთხრეს, სახლებში დაერეკათ. 
'ამ ამბიდან რამდენიმე წუთში მოგვეცა საშუალება, დაგვერეკა სახლში და გვეთქვა მშობლებისთვის, რომ ვართ კარგად. მე და თამთამ ერთად დავტოვეთ შენობა, გავედით ჩვენს ოთახში, რომელიც მთავარი შენობისგან დაახლოებით 150 მეტრით იყო დაშორებული. თამთა დავტოვე ოთახში, მეInterPressNews.Geგავედი საპირფარეშოში. დაახლოებით 5 წუთში დავბრუნდი უკან და თამთა უკვე ოთახში აღარ დამხვდა. ამის შემდეგ წამოვედი უკანა გზაზე და როცა მთავარ შენობას მივუახლოვდი, გზაზე არეულობა, პანიკა დამხვდა... შენობის წინა ოთახში უკვე შემოსული იყო ტერორისტი, ისროდა და შემდეგ უკვე ჩვენ გავედით გარეთ, თამთა ვერ ვიპოვე', _ სწორედ ამ დროიდან იწყება თამთა ლიპარტელიანის გაუჩინარების ისტორია. . . 

როგორ აღმოჩნდა ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე

22 ივლისს, ადგილობრივი დროით 15:22 საათზე, ოსლოს სამთავრობო კვარტალში აფეთქების ხმა გაისმა. პოლიციის ინფორმაციით, ავტომანქანა Volkswagen Crafter-ში 500 კილოგრამი InterPressNews.Geტროტილის ექვივალენტური ბომბი იყო ჩამონტაჟებული. პირველი შეტყობინება აფეთქების შესახებ სამართალდამცველებმა აფეთქებიდან 4 წუთში მიიღეს. პირველ ტერორისტულ აქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალებულებს შორის აღმოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენელები, დაზიანდა მიმდებარე შენობები. პოლიციამ მოქალაქეებს ქალაქის ცენტრის დატოვებისკენ მოუწოდა. 
ზუსტად ნახევარ სათში ბრეივიკი მსუბუქი ავტომობილით კუნძულ უტოიას საბორნე გადასასვლელთან მივიდა. წელიწადის ამ დროს კუნძულზე, ტრადიციულად, ახალგაზრდული ბანაკის შეკრება იმართება. 22 ივლისს კუნძულზე, ქვეყნის მმართველი პარტიის ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14-25 წლის 700-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. 
უკვე მომხდარი აფეთქება ბრეივიკმა კუნძულზე მოსახვედრად გამოიყენა: პოლიციელის ფორმაში გამოწყობილმა დაცვის წევრები დაარწმუნა, რომ დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს უსაფრთხოების წესები უნდა აუხსნას. დასავლური პრესა წერს, რომ დაცვის თანამშრომლებს ბრეივიკის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობაში ეჭვი არ შეპარვიათ. შედეგად, რამდენიმე წუთში მან ბანაკის მთავარი შენობაში, სადაც საკონფერენციო დარბაზია, ახალგაზრდები შეკრიბა და დამიზნებით სროლა დაიწყო. 
'შემოგვხვდა საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბიჭი, რომელიც ადამიანებს ასწავლიდა გზას, ანუ საით შეიძლებოდა უფრო მომგებიანი ყოფილიყო წასვლა', _ აგრძელებს თხრობას ნათია ჩხეტიანი, _ 'მასაც ვკითხე, InterPressNews.Geთამთა ხომ არ გინახავთ. . . მე არ მიკითხავს კონკრეტულად სახელი, რადგან თამთას სახელი შეიძლებოდა არ სცოდნოდა, ამიტომ ყველას ვუხსნიდი თამთას გარეგნულ მონაცემებს. არავინ არაფერი იცოდა, ისედაც ყველა დაბნეული, სასოწარკვეთილი იყო. ამ ბიჭმა გვასწავლა გზა, თუ საით უნდა გავქცეულიყავით. ამ დროს დავინახე ბიჭი, რომელიც ჩემს უკან მორბოდა, უკვე ჩაკეცილი იყო, დავინახე ის ადამიანი, რომელიც ისროდა და ტენიდა იარაღს. მე და რამდენიმე ადამიანი გადავხტით წყალში: ნახევრად წყალში ვიდექით, ნახევრად ვეფარებოდით კლდეს და კლდის ზემოთა მხარიდან, ბიჭი, რომელიც ზემოთ დარჩა, იძახდა, გაცურეთო. ამ ბიჭმა გაიხადა და გადმოხტა, ჰაერში ხტომის დროს ესროლა და უკვე გარდაცვლილი ჩავარდა წყალში, ჩვენს სიახლოვეს', _ იხსენებს ნათია. . . 


რატომ დაიგვიანა პოლიციამ 

მომხდარის გამო ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში პოლიციის მისამართით არაერთი პრეტენზია ისმის. რა გახდა იმის მიზეზი, რომ სამართალდამცველებმა მთელი საათნახევრით დააგვიანეს? 
'განგაშის სიგნალის მიღებიდან 25 წუთში ჩვენი თანამშრომლები კუნძულთან იყვნენ უკვე', _ ამბობს ოსლის პოლიციის შეფი ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრის დროს, _ 'მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ეს კუნძულია. ნავების მოძებნას 9 წუთი მოანდომეს'. 
მომხდარის მიზეზების არაოფიციალური ვერსიაც არსებობს. პოლიციის სროლის შესახებ შეტყობინება 17:27 საათზე შევიდა, 17:52 საათზე სამართალდამცველები მართლაც იდგნენ სანაპიროზე, თუმცა კუნძულზე მოხვედრა ვერ მოახერხეს. InterPressNews.Ge
'როცა ნავი ხალხით და აღჭურვილობით დაიტვირთა, ძრავა ჩაქრა და ნავი წყლით გაივსო', _ ამბობს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ერიკ ბერგა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა კი, ვერტმფრენით სარგელობლობაც ვერ შეძლეს _ ის დედაქალაქიდან 60 კილომეტრით იყო დაშორებული. შედეგად კი, ბრეივიკს მთელი საათნახევარი ჰქონდა, გასწორებოდა თავის უმწეო და დაუცველ მსხვერპლებს. 
'დაახლოებით ნახევარი საათის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ გამოჩნდა პოლიციის მანქანა, ამას არანაირი შედეგი არ მოყოლია ჩვენთვის იმიტომ, რომ კუნძულზე სროლის ხმა ისევ გრძელდებოდა. შემდეგ გამოჩნდა ვერტმფრენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაფრინავდა კუნძულის თავზე, თუმცა არც ამას შეუცვლია რამე ჩვენთვის. იქნებოდა რვის ნახევარი, როცა გამოჩნდნენ მაშველი ნავები. იქ მსხდომებმა თქვეს, რომ ჩვენ ვართ პოლიციელები, მაგრამ მაინც გარკვეული ხნის განმავლობაში ვიმალებოდით, არ გვჯეროდა, რომ ნამდვილად პოლიცია იყო', _ ეს ისევ ნათია ჩხეტიანია, რომელიც უტოიას ამბებს იხსენებს. 
ადგილზე ჩასულმა პოლიციელებმა (უფროს სწორად, კონტრ-ტერორისტული რაზმის წევრებმა) ბრეივიკი დაჭრეს. დაკავების დროს ბრეივიკს უთქვამს: 'მე დავამთავრე'. პოლიციელების თქმით, სასაკლაოს მოწყობის დროს ბრეივიკს iPod-ის ყურსასმენებით ფილმ 'ბეჭდების მბრძანებლის' საუნდტრეკს, ცნობილი კომპოზიტორის კლინტ მანსელის ნაწარმოებს, Requiem for a Tower-ს უსმენდა. 
მას ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით (ტერორიზმი და ტერორისტული საქმიანობა) წაუყენეს ბრალდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა ელის. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 25 ივლისს დაიწყო. 

ვინ არის ანდერს ბერინგ ბრეივიკი

2011 წლის 22 ივლისამდე ბრეივიკი რიგით ნორვეგიელი იყო, რომელიც ბოსტნეულის მოყვანით იყო დაკავებული, ჰქონდა საკუთრი საწარმო Breivik Geofarm. 
InterPressNews.Geიზრდებოდა დიპლომატ ინს დავიდ და მედდა ვენკე ბრეივიკების ოჯახში. მშობლები მუდმივად მხარს უჭერდნენ ნორვეგიის 'შრომის პარტიას'. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული უტოიას საზაფხულო ბანაკი. შვილის მიერ ჩადენილი ამბების გაგების შემდეგ, მამამ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო, ვაჟიშვილს თავი მოეკლა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ბრეივიკის დედა და სამი და დაცვის ქვეშ არიან, მოსალოდნელი შურისძიებისგან თავის ასარიდებლად. 
ბრეივიკმა განათლება ონლიანრეჟიმში, ნორვეგიის მენეჯმენტის სკოლაში მიიღო, არ უმსახურია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. 
მისი პოლიტიკური აქტიურობა 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. 1997 წლიდან მონაწილეობს პარტია 'პროგრესის' ახალგაზრდული ფრთის საქმიანობაში. 'პროგრესი' ნორვეგიაში უდიდეს მემარჯვენე პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ქალაქის საბჭოშიც კი, იყრიდა კენჭს, თუმცა უშედეგოდ. 
2000 წლიდან მისი პოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად იცვლება: საკუთარ თავს ნაციონალისტს უწოდებდა და ხელიდან შესაძლებლობას არ უშვებდა, გამოეხატა სიძულვილი მულტიკულტურული სისტემისადმი, მუსულმანებისამი, რომლებიც, მისი აზრით, ნორვეგიულ საზოგადოებას ანადგურებდნენ და ევროპული პასპორტებით ხელში, 'ალ-ქაიდას' ტეროტირისტულ საქმიანობას უწყობდნენ ხელს. ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში მისულა დასკვნამდე, რომ დემოკრატიული მეთოდებით მიზანს ვერ მიაღწევდა და საჭირო იყო ბრძოლა შეიარაღებული ფორმით. 
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ბრეივიკი Johannes Lodge Soilene-ს მასონური ლოჟის წევრი იყო. ამტკიცებდა, რომ 2002 წელს ნორვეგიული მხრიდან ის საიდუმლო 'ტამპლიერ რაინდთა' ორგანიზაციაში გაწევრიანდა, ალბათ ამიტომ უწოდებდა საკუთარ თავს 'თეთრ რაინდს', რომელიც 'ჯვაროსნების ნაციონალიზმის' სასარგებლოდ იბრძოდა. ამავე ორგანიზაციაში მას ახალი სახელი - სიგურდი მიუღია. 
ნორვეგიული პრესა განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ ანდერსი გამოკვეთილი კონსერვატორი იყო და მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა. 
მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი მულტიკულტურალიზმი იყო. პოლიცია ამტკიცებს, რომ ის არ იყო ნეონაცისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი. ცნობილია, რომ მას იმანუელ კანტის, ადამ სმიტის ნაწერების კითხვა მოსწონდა, არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი, შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს და რომის პაპს. გარკვეულ სიმპათიას გამოხატავდა რუსეთში მოქმედი ორგანიზაციის 'ნაშის' მიმართ. 
საკუთარი იდეოლოგიური შეხედულებები ბრეივიკმა გამოაქვეყნა მანიფესტში, რომელიც 1500 გვერდისგან შედგება. ამ პოლიტიკური ტრაქტატის რამდენიმე აბზაცი ამერიკელი ტერორისტის თეოდორ კაჩინსკის ანალოგიური დოკუმენტიდან არის აღებული. . . 
ფსიქოლოგებმა, რომელთაც ბრეივიკი ციხეში გამოიკვლიეს, განაცხადეს, რომ ის არის ნარცისი, რომელიც თავს როკ-ვარსკვლავად მიიჩნევს. თავის მანიფესტშიც ბრეივიკი წერდა, რომ რეგულარულად დადის სპორტდარბაზსა და სოლარიუმში, იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს. 

როგორ ცხოვრობს ნორვეგია ორი ტერაქტის შემდეგ

InterPressNews.Geნორვეგიაში მომხდარის ასეთი ვერსიაა ყველაზე მეტად გავრცელებული: ბრეივიკი მარტოხელა ფანატიკოსია; რომ ნორვეგიისთვის ნაციონალური და რელიგიური შუღლი დამახასიათებელი არ არის.
'საშინელებაა, რომ ეს ყველაფერი ნორვეგიელმა ჩაიდინა', _ ამბობს არნე ვიბორგი, ოსლოში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი. 
'უკვე რამდენიმე ათეული წელია, მშვიდად ვცხოვრობთ, ყველაზე დიდი კამათი არჩევნების წინ არის: ხმა 'შრომის პარტიას' მივცეთ თუ - 'პროგრესის პარტიას'. საღამოობით ლუდს ვსვამდით და ვიშლებოდით შინ', _ იხსენებს ვიბორგი ტერაქტებამდელ ყოველდღიურობას. 
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კი ამბობს: ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა ჩაიდინა. როგორც ჩანს, ის ფსიქიკურადInterPressNews.Geჯანმრთელი არ არის, თუმცა არც სულელია. სწორედ ეს იწვევს საშიშროებას. ასევე ისიც, რომ ასეთი რამე შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიდინოს, რომელიც გონებაში რაღაც იდეა ფიქსს ჩაიჭედავს. 
და კიდევ ერთი დეტალი 

აღმოჩნდა, რომ ანდერს ბრეივიკის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ლარს ფონ ტრიერის 'დოგვილი'. დანიელი რეჟისორი წუხს, რომ მისი ფილმი ტერორისტის საყვარელ ნაწარმოებებს შორის აღმოჩნდა. 
'ძალიან ცუდად ვხვდები, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი საუკეთესო ფილმი შესაძლოა, მომხდარის ერთგვარი სცენარი ყოფილიყო', _ განუცხადა რეჟისორმა გამოცემა 'პოლიტიკენს'.
InterPressNews.Geუცხოური მედია წერს, რომ 'დოგვილის' ფინალური სცენა, სადაც მთავარი გმირი ხოცავს მთელი სოფლის მოსახლეობას, საოცრად ჰგავს 22 ივლისს, უტოიაზე დატრიალებულ ტრაგედიას. 
და ბოლო, ისევ ნათია ჩხეტიანის სიტყვები: 'მას მერე, რაც კუნძულიდან გადმოვყავდით, ნავში ადამიანები ულოცავდნენ ერთმანეთს და მეც მილოცავდნენ... ამბობდნენ, რომ ჩვენ იღბლიანები ვართ, მე არ ვფიქრობდი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან არ ვიცოდი, მელოდებოდა თუ არა მეორე ნაპირზე თამთა.'

'ინტერპრესნიუსი' 

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები