მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ასეთი ხართ თქვენ, ასეთი ზნე გაქვთ“...

ივანიშვილმა, ნაციონალების აგენტად გამოცხადებული „ქართუ ჯგუფის' ყოფილი პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი „თბილავიამშენის' აღმასრულებელ დირექტორად დაანიშნინა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჩრდილელმაც დაადასტურა. 

პრემიერი, რომელმაც საკუთარ თანაგუნდელ ჩრდილელს აგენტი და ნაციონალების შეგზავნილი საჯაროდ უწოდა და „ქართუდან' გააგდო, დღეს უკან იხევს. 

„თქვენი აგენტი იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის. 

თქვენ, ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო. ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ - დანდობა და სიყვარული არ იცით! 

თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. 'ქართუ ჯგუფის' პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე ვლაპარაკობდი', - წერდა ბიძინა ივანიშვილი თავის საჯარო წერილში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. 

ივანიშვილმა, რომელიც ასე ლანძღავდა ჩრდილელს, არჩევნების შემდეგ კვლავ გვერდით დაიყენა. სხვა საკითხია, თავად ჩრდილელმა რატომ გადაწყვიტა იმ ეჭვიან ოლიგარქთან დაბრუნება, რომელმაც საჯაროდ მიწასთან გაასწორა და აგენტი უწოდა. თუმცა, მისი „თბილავიამშენში' დანიშვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ასეთი ზნე აქვს ოლიგარქს  - დანდობა და სიყვარული არ იცის'. 

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები