მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აქციის მონაწილეებს ძეგლებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება მოუწევთ

აქციის მონაწილეებს ძეგლებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება მოუწევთ. ცვლილება 'შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ' კანონში შედის.
კანონპროექტით დგინდება, რომ დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები