მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „აღმოსავლეთ პარტნიორობის' არაფორმალური მინისტერიალის პირველი სხდომა გაიმართება

კიშინიოვში დღეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის' არაფორმალური მინისტერიალის პირველი სხდომა გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას  გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე მიიღებს.

საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე.

მინისტერიალის დროს განხილული იქნება 2011 წლის 29-30 სექტემბერს, ვარშავის სამიტის შემდეგ „აღმოსავლეთ პარტნიორობის' ქვეყნებში გატარებული რეფორმები და „აღმოსავლეთ პარტნიორობის' საგზაო რუქა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის' სამიტამდე განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები