მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კონგრესმენები რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტას და ჯარების გაყვანას მოითხოვენ.

კონგრესმენები, ასევე, მოითხოვენ, აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხში.

დოკუმენტში აღნიშნულია აშშ-ის როლი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაში და ნატოსკენ სწრაფვის მხარდაჭერაში.

რეზოლუცია, რომელიც კონგრესმენების - ბილ შუსტერისა და ელისონ შვარცის მიერაა ინიცირებული, კონგრესმა ერთხმად მიიღო.

აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

„მასში, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულია რომ აშშ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ახალ რეალობას - ოკუპაციასა და ამჟამინდელ სტატუს-ქვოს, რომლის დაკანონებასაც რუსეთი მოითხოვს'.

იაკობაშვილის თქმით, რეზოლუცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის აღიარებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

Internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები