მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის კონგრესში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ილიანაროს ლექტინერის განცხადებით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.

'საქართველომ უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ სურს თავის რეგიონში ა.შ.შ.-ს საიმედო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გახდეს, ახლა კი დროა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის გზით, დაადასტუროს მისი განცხადება საქართველოს თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესახებ.

საქართველოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეების მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების მხარდაჭერაში. დღეისათვის საქართველოს თითქმის 1000 ჯარისკაცი ჰყავს ნატოს ავღანეთის მისიაზე მივლენილი. აგრეთვე, საქართველომ ერაყში 2000-მდე ჯარისკაცი მიავლინა და ნატოს უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივის წევრია.'

საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი რეგიონში ა.შ.შ.-ს ინტერესიბისათვის გადამწყვეტი საკითხია. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში შეიჭრნენ და დღესაც მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი რესეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება.

მე მტკიცედ მოვუწოდებ ჩვენს (კონგრესის) ადმინისტრაციას, რათა თვის ბოლოს ნატოს სამიტზე ჩიკაგოში მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობის შედეგად, რაც შეიძლება მალე, საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი', - განაცხადა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები