მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის საელჩო უნივერსიტეტებისა და საშუალო სკოლების 12 მოსწავლეს დააჯილდოებს

აშშ-ის საელჩო დღეს უნივერსიტეტებისა და საშუალო სკოლების 12 მოსწავლეს დააჯილდოებს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' საელჩოდან აცნობეს, ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი პრიზებსა და სერტიფიკატებს გადასცემს იმ 12 მოსწავლეს, რომელთაც გაიმარჯვეს ესსეების კონკურსში თემაზე -'ნაფიც მსაჯულთა სასამართლო: შენ წყვეტ'. 
აშშ-ის საელჩოსთან ერთად, კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურა და იუსტიციის სასწავლო ცენტრი. 
12 გამარჯვებული ნამუშევარი საკონკურსოდ წარდგენილი 150 ესსედან შეირჩა. დღის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნაფიც მსაჯულთა ინსცენირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვევიან. 
დღის ბოლოს სტუდენტებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლებენ. მათ სერთიფიკატები გადაეცემათ. საუნივერსიტეტო და სასკოლო ასაკობრივ კატეგორიებში, სამ-სამი საუკეთესო ესსეს ავტორი კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწესებული ჯილდოებით, ლეპტოპებით, აიპოდებითა და ციფრული ფოტოკამერებით დაჯილდოვდება. 
გამარჯვებული ესსეები აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე განთავსდება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები