მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და საქართველოს შეირაღებული ძალების ერთობლივი წვრთნა ვაზიანში

 

აშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორკვირიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გაივლიან, იტყობინება აშშ-ის საელჩო თბილისში.

'Agile Spirit 2012', რომელიც 10-24 მარტს იგეგმება,  ყოველწლიური სამხედრო მომზადებაა; ის უკვე მეორედ იმართება და აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ასევე მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან.

„წვრთნაში ჩართული იქნება შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი. შავი ზღვის როტაციული ძალების ბაზა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაშია განთავსებული. ერთობლივი წვრთნის მიზანია, გააღრმავოს თავსებადობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების ერთმანეთისათვის გაზიარებაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. წვრთნა აგრეთვე ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას', - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

Agile Spirit-ის პირველი ერთობლივი წვრთნა შარშან ივლისში ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა და მასში 350-მა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯია 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები