მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალ მაგიდას გამართავს

ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე, სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდა გაიმართება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი, ელჩი მაიკლ კოზაკი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს დღეს შეხვდებიან. 
საელჩოს ცნობით, მრგვალი მაგიდისას მხარეები განიხილავენ საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, აგრეთვე ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პროფკავშირების პრობლემებს. 
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ელჩი მაიკლ კოზაკი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იქნებიან.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა ბათუმში ხვალ გაიმართება. სხდომა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰლარი კლინტონი დაესწერება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები