მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება

დღეს, 4 ივნისს, 15:30 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი, ელჩი მაიკლ კოზაკი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდებიან. ამის შესახებ 'ჯი-ეიჩ-ენს' საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს.

შეხვედრა ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე გაიმართება.

მრგვალი მაგიდისას მხარეები განიხილავენ საარჩევნო გარემოს საქართველოში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, აგრეთვე ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პროფკავშირების პრობლემებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ელჩი მაიკლ კოზაკი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იქნებიან.

ამერიკის მთავრობამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დემოკრატიული ჩართულობის 10 ცენტრი გახსნა. ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობასა და ჩართულობას.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები