მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის ყოფილ კონგრესმენს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აშშ-ის ყოფილ კონგრესმენს, ჯესი ჯეკსონ-უმცროსს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი ედება წინასაარჩევნო კამპანიის შემოწირულობების არამიზნობრივ ხარჯვაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მან პირადი მიზნებისთვის დახარჯა 750 ათასი აშშ დოლარი, რომელიც საარჩევნო კამოპანიისთვის იყო გამოყოფილი. მაგალითად 43 ათას აშშ დოლარად იყიდა Rolex-ის ოქროს საათი.

ჯესი ჯეკსონ-უმცროსმა სასამართლოზე ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. ასევე დასძინა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.

ცნობილი უფლებათადამცველის შვილი გასული წლის ნოემბერში გადადგა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. უკვე მაშინ იგი ეჭვმიტანილი იყო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები