მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> აშშ-ის შეიარაღებული ძალები ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ლიბიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს, - ამის შესახებ 'რია ნოვოსტი' პენტაგონის მაღალჩინოსან წყაროზე დარდნობით იუწყება . 
მისიის გაგრძელებას ამერიკა ნატო-ს, მის მოკავშირეებს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მიანდობს. დღეიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალები მუამარ კადაფის სამხედრო ობიექტებზე ავიადარტყმებსაც წყვეტს. 
ამავდროულად, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ოპერაციის ზონიდან გემები ჯერ არ გაიყვანოს, იმ შემთხვევისთვის, თუ ნატო-ს სამხედრო მხარდაჭერა დასჭირდება. 
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის სამხედრო ოპერაცია აშშ-ს მილიონობით დოლარი დაუჯდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები